23 აპრილს კავკასიურ ინსტიტუტში მეორე ტრენინგი ჩატარდა საინიციატივო ჯგუფებისთვის. დავით ლოსაბერიძემ მონაწილეებს გააცნო ადგილობრივი თვითმმართველობის მიზნები, პრინციპები და განვითარების პროცესი. ასევე ისაუბრა მოქალაქეთა მონაწილეობის ახალ ფორმებზე. ტრენინგი ჩატარდა პროექტის "ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისთვის" ფარგლებში.

სრულად ნახვა ...

15 აპრილს ჩატარდა მსოფლიო რელიგიების და კულტურის შესახებ სალექციო კურსის მეოთხე შეხვედრა. ლექციის თემა იყო „კულტურული პარადიგმის ცვლილება საქართველოში“, სტუმარი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია.

სრულად ნახვა ...

13 აპრილს, მსოფლიო რელიგიათა კლუბის მეექვსე შეხვედრა დაეთმო ჟაკო ვან დორმეილის ფილმის " ახალი აღთქმა" - ჩვენებას. კლუბის სტუმარი იყო სცენარისტი ქეთი დევდარიანი. მონაწილეებმა ნახეს და დისკუსიის ფარგლებში, მოწვეულ სტუმართან ერთად განიხილეს ფილმი "ახალი აღთქმა" (The Brand New Testament”).

სრულად ნახვა ...

პროექტის "ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისთვის"- ფარგლებში, მოწვეულმა ტრენერმა სულხან სალაძემ, ოთხი მუნიციპალიტეტის: ადიგენის, გარდაბნის, დმანისის და თეთრიწყაროს საინიციატივო ჯგუფების წევრებს, გააცნო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. 23 აპრილს ჩატარდება მეორე ტრენინგი, რომელიც თვითმმართველობის საკითხებს მიეძღვნება.

სრულად ნახვა ...

კავკასიური ინსტიტუტი გილოცავთ დედა ენის დღეს, 14 აპრილს!  ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როცა ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსის დაკარგვის საფრთხე დაემუქრა, რასაც ქვეყნის მოსახლეობა, ინტელიგენციასთან ერთად დაუპირისპირდა.ქართული ენა არის ქართველეთა “ღვთაებრივი საუნჯე” (ი. ჭავჭავაძე), “უმთავრესი ბურჯი ეროვნებისა” (ი. გოგებაშვილი).

 

სრულად ნახვა ...

გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

                 

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია