25 მარტს ჩატარდა პროექტის:" რელიგიის ისტორიისა და კულტურის" სალექციო კურსის პირველი ლექცია გორში. პროექტს ახორციელებს: „მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ და ორგანიზაცია “თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის“- კონრად ადენაუერის ფონდის და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

სრულად ნახვა ...

26-28 თებერვალს CIPDD-ის მიერ ჩატარებულ სამუშაო შეხვედრაზე, მონაწილეებმა ოთხ სამიზნე რეგიონში განსახორციელებელ სათემო ინიციატივებზე და სამოქალაქო ჩართულობის ახალ შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მომავალი თვეების განმავლობაში, კავკასიური ინსტიტუტის მონაწილეობით და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, საინტერესო და კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული სამუშაოები ჩატარდება. 

სრულად ნახვა ...

თუ ხართ 16–დან 30 წლამდე ახალგაზრდა და ცხოვრობთ გორში, გიწვევთ რელიგიის ისტორიისა და კულტურის სალექციო კურსზე! კურსის მონაწილეებს ხუთი თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ რელიგიების – იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი – ძირითად არსს და ისტორიას, დაესწრებიან შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციებს და შეხვდებიან ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგნლებს. 

სრულად ნახვა ...

12 თებერვალს, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით, ქ. გორში, გაიმართა დისკუსია თემაზე: „კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის შესახებ“. დისკუსია ჩატარდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, გორის საინფორმაციო ცენტრის, ოფისში . 

სრულად ნახვა ...

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამა „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ უკვე მეხუთედ გთავაზობთ პროექტს „მსოფლიო რელიგიათა კლუბი“. კურსის მონაწილეებს ხუთი თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ, გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი და ა.შ) ძირითად არსს და ისტორიას, დაესწრონ შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციებს და შეხვდნენ ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენლებს.

სრულად ნახვა ...

გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია