შეაფასე და აკონტროლე: მცირე შეიარაღება და ადამიანური უსაფრთხოება საქართველოში03.08.2012

არიღი: სექტემბერი, 2006    
სახელწოდება:  შეაფასე და აკონტროლე: მცირე შეიარაღება და ადამიანური უსაფრთხოება საქართველოში
ავტორი: დევიდ ვუდი (უსაფრთხო მსოფლიო), შესავალი - დუნკან ჰისკოკი (კიევის პოლიტიკის შემსწავლელი საერთაშორისო ცენტრი) 
პროექტი და დონორი: უსაფრთხო მსოფლიოსა და კავკასიური ინსტიტუტის ერთობლივი პროექტი; დაფინანსებულია  გაერთიანებული სამეფოს გლობალური კონფლიქტების პრევენციის ფონდის მიერ 
ენა: ქართულიინგლისური 
გვერდი: 121 (ინგლისური ), 130 (ქართული)
© Saferworld

მოკლე შინაარსი
შეაფასე და აკონტროლე: მცირე შეიარაღება და ადამიანური უსაფრთხოება საქართველოშიწარმოადგენს მსუბუქი შეიარაღებისა და ადამიანთა უსაფრთხოების გამოკვლევის შედეგს, რომელიც ჩაატარეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა უსაფრთხო მსოფლიომ (ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო) და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა (საქართველო). 

ეს ანგარიში მოიცავს მრავალ სფეროს: ქვეყანაში მსუბუქ შეიარაღებაზე საკუთრებას, მის კანონიერ და უკანონო გამოყენებას, პიროვნებებზე, საზოგადოებასა და მთავრობაზე მის გავლენას, ხალხის დამოკიდებულებას შეიარაღებისა და უსაფრთხოების მიმართ და სახელმწიფო დაწესებულებების შესაძლებლობებს მსუბუქი შეიარაღების გავრცელებისა და მისი უკანონო გამოყენების გასაკონტროლებლად.

ეს გამოკვლევა გრძელდებოდა შვიდი თვის მანძილზე - 2005 წლის დეკემბრიდან 2006 წლის ივნისამდე. გამოყენებული იყო მრავალი მეთოდი: რაოდენობრივი სოციოლოგიური გამოკითხვა მთელი სახელმწიფოს მასშტაბით (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა), რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1 300-მა რესპონდენტმა; 14 ფოკუს ჯგუფის დისკუსია; ინტერვიუ 50-ზე მეტ მნიშვნელოვან ოფიციალურ და გავლენიან პირთან; ოფიციალური მონაცემებისა და მედიის ანგარიშთა განხილვა. 

წინამდებარე ანგარრიში განკუთვნილია პოლიტიკის შემქმნელთათვის, რათა დაეხმაროს მათ საქართველოში დღეს არსებული მსუბუქი შეიარაღების პრობლემის გადაჭრაში. გამოკვლევის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე საკონსულტაციო შეხვედრა, რამაც საშუალება მისცა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს გაეკეთებინათ კომენტარი გამოკვლევის შედეგებზე. მათი შეხედულებები გამოკვლევის ბოლო ანგარიშშია გადმოცემული.

გამოკვლევა აანალიზებს შეიარაღების გავრცელების და უსაფრთხოების გავლენას საქართველოს იმ რეგიონებზე, რომლებიც ოფიციალური თბილისის კონტროლქვეშ არიან მოქცეულნი.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია