რელიგია, საზოგადოება და პოლიტიკა21.04.2015

პროექტი :“რელიგია, საზოგადოება და პოლიტიკა საქართველოში” კავკასიის შვეიცარული აკადემიური ქსელის(ASCN ) და ფრიბურგის უნივერსიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის მიზანი: 
მოსახლეობის განწყობების და ღირებულებების კვლევა, განსაკუთრებით დემოკრატიის და ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების საკითხებზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევების ჩატარება.
აღსანიშნავია, რომ 1997 და 2004 წელს კავკასიურმა ინსტიტუტმა და გერმანელმა რელიგიის სოციოლოგმა,თეოდორ ჰანფმა, ჩაატარეს მსგავსი კვლევები საქართველოს მასშტაბით, რომელთაგან პირველი საფუძლად დაედო წიგნს Lurching to Democracy. From agnostic tolerance to pious Jacobinism: Societal change and people’s reactions(Baden-Baden, Nomos Verlagsgesellschaft, 2000). ანალოგიური კითხვარით და მეთოდოლოგიით ჩატარებული სამი კვლევა საშუალებას მოგვცემს, თვალი გავადევნოთ ქართული საზოგადოების ევოლუციას ბოლო თვრამეტი წლის მანძილზე.
ამ მასალის გამოყენებით გია ნოდია და თეო ჰანფი ახალ წიგნს დაწერენ.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

                 

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია