კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოება: რომელი გზა ავირჩიოთ?03.08.2012

თარიღი: 2006    
სახელწოდება: კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოება: რომელი გზა ავირჩიოთ? 
ავტორი: დავით ლოსაბერიძე, კობა კიკაბიძე 
პროექტი და დონორი: გამოცემა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით (დემოკრატიისა და ადამინის უფლებათა ევროპული ინიციატივის მიკროპროექტების პროგრამა) კორუფციასთან ბრძოლა და მისი პრევენცია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და მოქალაქეთა პოლიტიკური პროცესის გააქტიურების მეშვეობით"
ენა: ქართული, ინგლისური 
გვერდი: 75 (ინგლისური ), 89 (ქართული)
© მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითრების კავკასიური ინსტიტუტი
© პარტნიორები-საქართველო

აღწერა
ბოლო წლებში, კორუფციის პრობლემამ პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა შეიძინა, ხოლო მის წინააღმდეგ გადაუდებელი ზომების მიღების აუცილებლობა სულ უფრო თვალნათელია. 
კორუფცია სახელმწიფოს და საზოგადოების განვითერბის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სახიტ და სიმძიმით ვლინდება და შესაბამისად, კორუფციასთან გამკლავების მრავალი გზა არსებობს, მაგრამ ამ ბრძოლის პროცესში საზოგადოების პოლიტიკური ნება და მხარდაჭერა წარმატების უმნიშვნელოვანესი საწინდარია. ეს განსაკუთრებით მწვავედ იჩენს თავს ე.წ. გარდამავალ საზოგადოებებში, კერძოდ - პოსტკომუნისტურ ქვეყნებში. ვინაიდან საქართველოც ამ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, ძირითადი აქცენტი სწორედ ასეთი ქვეყნებისათვის დამახასიათებელ პრობლემებზე უნდა გაკეთდეს. 
ცლილებებისა და კონფლიქტების მართვის ცენტრმა "პარტნიორები - საქართველო" და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით წამოიწყეს ერთობლივი პროექტი, რომლის მთავარი მიზანი იყო ხელი შეეწყოს საქართველოში კორუფციასთან ბრძოლას და მის ეფექტურ პრევენციას, ერთის მხრივ სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევის გაძლიერებისა და მეორეს მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში რიგირთი მოქალაქეების მონაწილეობის წახალისებით. 
პროექტის ფარგლებში განხორციელდა საქართველოში ნაკლებად ცნობილი სახალხო განხილვების მეთოდოლოგიის ტესტირება, ამიტომ პროექტის ავტორები მას პილოტურ პროექტად მიიჩნევენ. 
გამოცემაში წარმოდგენილია სახალხო ფორუმების შემაჯამებელი ანგარიში, რომელშიც საბოლოო სახითაა შეჯერებული და გაანალიზებული საქართველოს 8 ქალაქში მცხოვრებ მოქალაქეთა აზრი კორუფციასთან ბრძოლის შესახებ. 


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია