უმცირესობების ინტეგრაციისთვის გარემოს გაუმჯობესება საშუალო სკოლის რეფორმირების მხარდაჭერით01.01. 2007-01.01 2010

 სამიზნე ჯგუფები: საჯარო სკოლები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა)

პროექტის მიზნები და სამოქმედო გეგმა:
- საქართველოში, როგორც მულტიეთნიკურ და მულტიკულტურულ სახელმწიფოში უმციროსობით წარმოდგენილ ხალხთა სამოქალაქო ინტეგრაცია;
- ხელი შეუწყოს საქართველოს მოქალაქეთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტურ ჩართულობას, მათი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების თანასწორუფლებიან დაცვას განურჩევლად აღმსარებლობისა და ეთნიკური წარმოშობისა;

პროექტი შედგება 6 ძირითადი კომპონენტისაგან:
1. განათლების რეფორმის გამოწვევები ეთნიკური მრავალფეროვნებით გამორჩეულ რეგიონებში. უმცირესობათა წარმომადგენლთა დამოკიდებულების, მოლოდინების დადგენა და შეფასება, მათი გაცნობა და წარდგენა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებისადმი;
2. ეთნიკური მრავალფეროვნებით გამორჩეული რეგიონებისთვის განათლების სპეციალური პოლიტიკის შემუშავება, დაინტერსებულ და გადაწყვეტილების მიმღებ პირთათვის წარდგენა;
3. მასწავლებელთა შორის ტოლერანტული თვითშეგნების, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების ადექვატური შეფასების ამაღლება, მისი საკლასო ოთახში გამოყენება და დანერგვა (ჩატარდება ტრეინინგები სამიზნე რეგიონების საჯარო სკოლების მასწავლებლებისათვის);
4. რელიგიის სახელმღვანელოს შექმნა, რომელიც მიაწოდებს მოსწავლეებს ინფორმაციას სხვადასხვა რელიგიების ისტორიის შესახებ, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ერების კულტურათა და ტრადიციების შესახებ, ასევე გააცნობს მოსწავლეებს ადამიანის ძირითად და საყოველთაო უფლებებს;
5. კულტურული მრავალფეროვნების დღეების შემოღება საქართველოს სასკოლო სისტემაში; მეთოდოლოგიის მომზადება და საპილოტე ღონისძიებების ჩატარება თბილისსა და რეგიონებში.
6. განათლების რეფორმის შესაბამისად სკოლის მართვის სისტემის, სამეურვეო საბჭოს ქმედითუნარიანობის გაზრდა (ჩატარდება ტრეინინგები სამიზნე რეგიონების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოს წევრებისათვის)


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია