სამხრეთ კავკასიელი ექსპერტების ქსელი იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხების პოლიტიკის ფასილიტაციისთვის30.05.2017

აღწერა

პროექტის მიზნები

გრძელვადიანი მიზნები:

• იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტერესების ასახვა მათი დაბრუნებისა და ქონების რესტიტუციის საკითხებზე ხანგრძლივ ვადიან სტრატეგიულ მიდგომაში

მოკლევადიანი მიზნები:

• იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების/რესტიტუციის საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესში საექსპერტო მხარდაჭერა;
• აღნიშნულ საკითხებზე შესაბამის სახელმწიფო ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის და კავშირების გაუმჯობესება, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე.

პროექტის შედეგები

• სამხრეთ კავკასიის ექსპერტთა ქსელის დაარსება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების/რესტიტუციის შესაძლებელი პოლიტიკის ძირითადი მიდგომების გამოკვეთა შესაბამის დაინტერესებულ მხარეთა შორის დიალოგისა და დისკუსიის გზით;
• იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების/რესტიტუციის შესაძლებელი პოლიტიკის მხარდასაჭერად რეკომენდაციების პაკეტის შემუშავება;
• შესაბამის დაინტერესებულ მხარეთათვის (სახელმწიფო ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები) მოცემულ საკითხებზე საექსპერტო ცოდნის გადაცემა.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია