საკონსტიტუციო-პოლიტიკური რეფორმის პროცესი საქართველოში03.08.2012

საკონსტიტუციო-პოლიტიკური რეფორმის პროცესი საქართველოში

თარიღი:
  აგვისტო 2005    
სახელწოდება: საკონსტიტუციო-პოლიტიკური რეფორმის პროცესი საქართველოში: პოლიტიკური ელიტა და ხალხის ხმები
ავტორები: ვახტანგ ხმალაძე, დავით უსუფაშვილი, ავთანდილ დემეტრაშვილი, ზურაბ ჯიბღაშვილი, ალექსანდრე ნალბანდოვი, ლევან რამიშვილი, გიგი თევზაძე, დავით ლოსაბერიძე, იავლიანე ხაინდრავა, ოთარ ზოიძე, ლელა ხომერიკი, დავით მელუა, არნოლდ სტეფანიანი, თენგიზ შერგელაშვილი, ზაურ ხალილოვი; ჯონათან უითლი (თავისუფალი უნივერსიტეტი, ბერლინი), ალექსანდრ მიხაილოვი (ევროპის საბჭო), მარინა მუსხელიშვილი და ლუიზა არუთინოვი 
პროექტი და დონორი: წიგნი გამოიცა დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტის (IDEA) მხარდაჭერით IDEA-სა და კავკასიური ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს ხმები კონსტიტუციურ და პოლიტიკურ რეფორმებში
ენა: ქართული, რუსული, ინგლისური 
გვერდი: 198 (ინგლისური ), 175 (ქართული), 258 (რუსული) 
© დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტი (IDEA)

მოკლე შინაარსი
საკონსტიტუციო-პოლიტიკური რეფორმის პროცესი საქართველოში: პოლიტიკური ელიტა და ხალხის ხმები
 (ქართულ ენაზე) და საკონსტიტუციო-პოლიტიკური რეფორმის პროცესი საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში: პოლიტიკური ელიტა და ხალხის ხმები (რუსულ ენაზე) გამოიცა დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტისა და კავკასიური ინსტიტუტის (IDEA) ერთობლივი პროექტის - საქართველოს ხმები კონსტიტუციურ და პოლიტიკურ რეფორმებში - ფარგლებში (ივნისი 2004 - აგვისტო 2005). 
IDEA/CIPDD-ს ერთობლივი პროექტის განხორციელებას ბიძგი მისცა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ დაწყებულმა პოლიტიკურმა რეფორმებმა, რომელიც მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებსაც მოიცავდა. 2004 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად შეიცვალა ხელისუფლების სისტემა ცენტრალურ დონეზე. თუმცა, ეს ცვლილებები საკმარისი საზოგადოებრივი განხილვის გარეშე განხორციელდა. ერთობლივი პროექტი ორი ფრიად მნიშვნელოვანი საკითხის რეფორმირებაზეა ფოკუსირებული: ძალაუფლების ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის ცენტრალურ დონეზე და ძალაუფლების განაწილება ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებს შორის. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ამ საკითხებზე სამოქალაქო დისკუსიის გააქტიურება და ამით საკონსტიტუციო რეფორმის ხარისხისა და ლეგიტიმურობის ამაღლება. პროექტში ასევე გათვალისწინებული იყო ევროინტეგრაციის თვალსაზრისიტ სომხეთისა და აზერბაიჯანის პოლიტიკური რეფორმების ექსპერტული ანალიზი. სამმა ექსპერტმა სომხეთიდან და სამმა აზერბაიჯანიდან ამ საკითხებზე მოამზადეს ანალიტიკური სტატიები. 
გამოცემა ქართულ ენაზე მოიცავს პროექტის ორ ძირითად თემაზე ქართველ ექსპერტთა მოსაზრებებსა და საჯარო დისკუსიების შედეგებს, ასევე ევროპელი და სომეხი ექსპერტების კომენტარებს მოცემულ სტატიებზე. გამოცემაში ასევე წარმოდგენილია საზოგადოების კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. გამოცემის რუსული ვერსიაში ასევე მოიცავს სომეხი და აზერბაიჯანელი ექსპერტების ანალიტიკურ სტატიებს მატ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტკური რეფორმებისა და ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე. გამოცემული მასალები განხილული იყო საჯარო დებატებზე თბილისსა და საქართველოს 5 რეგიონში. ასევე 2005 წლის მარტში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე. 
გამოცემის ქართული, რუსული და ინგლისური ვერსიები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთსაერთაშორისო IDEA-ს ვებგვერდიდან.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია