როგორ აღიქვამს საზოგადოება ქვემო ქართლში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს და შედეგებს.13.08.2012
თარიღი: ივნისი 2010
სახელწოდება: როგორ აღიქვამს საზოგადოება ქვემო ქართლში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს და შედეგებს.
პროექტი/დონორი: ანგარიში არის საქართველოში კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებზე უფრო ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობის მიმდინარე პროგრამის ნაწილი. პროგრამა და ეს ანგარიში დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ Saferworld-ისა და Conciliation Resources-ის ერთობლივი პროექტის 2008 წლის აგვისტოს კრიზისის შემდგომ შესაბამისი პირობების შექმნა, კონფლიქტის ეფექტურად თავიდან აცილებისა და ტრანსფორმაციის მიზნით ფარგლებში.
ენა: ქართული, ინგლისური, რუსული
გვერდი: 22(ქართული), 22 (ინგლისური), 22 (რუსული)
შესავალი
წინამდებარე გამოცემა წარმოადგენს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და Saferworld-ის ერთობლივ ანგარიშს როგორ აღიქვამს საზოგადოება ქვემო ქართლში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს და შედეგებს.
ანგარიში არის საქართველოში კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებზე უფრო ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობის მიმდინარე პროგრამის ნაწილი. პროგრამა და ეს ანგარიში დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ Saferworld-ისა და Conciliation Resources-ის ერთობლივი პროექტის - 2008 წლის აგვისტოს კრიზისის შემდგომ შესაბამისი პირობების შექმნა, კონფლიქტის ეფექტურად თავიდან აცილებისა და ტრანსფორმაციის მიზნით - ფარგლებში.
ანგარიშში შეჯამებულია 2008 წლის აგვისტოს ომის და მისი გავლენის საზოგადოებრივი აღქმა ქვემო ქართლში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში. თემატურად მასალა დაყოფილია ოთხ მიმართულებად და მოიცავს პირველ რიგში ომის გამომწვევი მიზეზების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და უსაფრთხოების ასპექტების აღქმას, რომელსაც მოსდევს ომის შედეგების ზოგადი აღქმის შეჯამება ამ ოთხი მიმართულების მიხედვით. ნაშრომის მიზანი არ არის რეალური ფაქტების დადგენა. იგი წარმოადგენს საზოგადების ნაწილის ხედვებს და დამოკიდებულებებს.
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/Saferworld მიესალმება თქვენს კომენტარებს. გთხოვთ დაუკავშირდეთ ერთ-ერთ პარტნიორ ორგანიზაციას ან ეწვიეთ ანგარიშის ბლოგს.
უკან დაბრუნება..