შიდა ქართლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ: გამოწვევები და გადაწყვეტის გზები13.08.2012

თარიღი: დეკემბერი 2009
სახელწოდება: შიდა ქართლი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ: გამოწვევები და გადაწყვეტის გზები
ავტორი: ერეკლე ურუშაძე, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის კვლევითი ცენტრების ფონდის მხარდაჭერით
ენა: ქართული, ინგლისური
გვერდიქართული (12), ინგლისური (8)
პოდკასტი
© CIPDD 
                                                              შიდა ქართლი   PDF


რეზიუმე

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომმა ყველაზე დიდი გავლენა სამხრეთ ოსეთის მომიჯნავე შიდა ქართლზე იქონია, სადაც ძირითადი საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ომის შემდეგ ორი თვის განმავლობაში რეგიონის დიდი ნაწილი რუსეთის შენაერთების კონტროლის ქვეშ მყოფ ბუფერულ ზონას წარმოადგენდა. მოსახლეობის უმეტესობამ იძულებით დატოვა ტერიტორია. ამ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა სოფლებში, თუმცა რეგიონში ისევ მწვავედ დგას უსაფრთხოების საკითხი; მძევლად აყვანის ინციდენტები კიდევ უფრო ამძიმებს საფრთხის განცდას რეგიონში. ომის შედეგად შიდა ქართლში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა; ადგილობრივმა მოსახლეობამ დაკარგა სახლები, სატრანსპორტო საშუალებები, პირუტყვი და სოფლის მეურნეობის აღჭურვილობა. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ სახელმწიფო დახმარებასთან დაკავშირებით. დევნილები, რომლებიც შიდა ქართლში შექმნილ სპეციალურ დასახლებებში ცხოვრობენ, მწვავე პრობლემების წინაშე დგანან; მათ შორისაა ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობაც.   
საქართველოს მთავრობამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო აქტორებმა რეგიონში სხვადასხვა ღონისძიება განახორციელეს საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ. მათ მიერ მნიშველოვანი ნაბიჯები გადაიდგა ადგილობრივი მოსახლეების და დევნილების პრობლემების გადასაჭრელად და ახალი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, დამატებითი ზომებია საჭირო შიდა ქართლის პოლიტიკური, უსაფრთხოების, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების საპასუხოდ. წინამდებარე ანგარიში იკვლევს ამ გამოწვევებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს რეგიონში მოქმედი აქტორებისათვის. 
საერთაშორისო აქტორები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით, უნდა დაეხმარონ საქართველოს მთავრობას, რომ მან შიდა ქართლის მოსახლეობისთვის ეფექტური უსაფრთხოების ზომები შეიმუშაოს. ამისათვის ხელისუფლებამ კარგად უნდა შეისწავლოს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური საჭიროებები. ამასობაში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ დევნილებისთვის ინფორმაციის უკეთესი ხელმისაწვდომობა.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია