CIVICUS - სამოქალაქო საზოგადოების კვლევა საქართველოში 06.11.2012

პროექტი CIVICUS - სამოქალაქო საზოგადოების კვლევა საქართველოში
პროექტის კოორდინატორი პაატა გურგენიძე
ხანგრძლივობა 1.10.2008-30.09.2009
დონორი ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

                                                                                         აღწერა

კავკასიური ინსტიტუტმა ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების კვლევის პროექტის განხორციელება. აღნიშნული პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების საფუძვლიანი კვლევა და მისი მომავალი განვითარებისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავება. კვლევა ხორციელდება სივიკუსის (მსოფლიო ალიანსი მოქალაქეთა მონაწილეობისთვის www.civicus.org) სამოქალაქო საზოგადოების ინდექსის მეთოდოლოგიით, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების შემდეგი განზომილებების მიხედვით შეფასებას: სამოქალაქო ჩართულობა, ინსტიტუციონალიზაციის ხარისხი, ღირებულებები, გავლენა და გარემო.
მეთოდოლოგია გულისხმობს თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევების ჩატარებას, მიღებული მონაცემების საფუძველზე დაიწერება საქართველოს ანგარიში და ასევე policy brief, რომელიც განვითარების რეკომენდაციები იქნება ჩამოყალიბებული. 
პროექტში შეიქმნა მრჩეველთა საბჭო, რომელის 12 წევრი ქართული სამოქალაქო საზოგადოებსი განსხვავებულ ჯგუფებს წარმოადგენენ. პროექტში საბჭოს მოვალეობაა ზოგადი ზედამხედველობა გაუწიოს პროექტის მიმდინარეობას, გაეცნოს პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგებს და მათზე დაყრდნობით  შეაფასოს სამოქალაქო საზოგადოება მეთოდოლოგიით გათვალისწინებული ინდიკატორების მიხედვით, მონაწილეობა მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების რეკომენდაციების შემუშავებაში და  ხელი შეუწყოს  პროექტის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
პროექტი დასრულდება 2009 წელს. კვლევის შედეგები და policy brief დაიბეჭდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. პროექტის ბოლო ეტაპზე დაგეგმილია კონფერენციის ჩატარება.

 


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია