პროექტის დასახელება: მთავრობათშორისო ხელშეკრულებები შრომითი მიგრაციის შესახებ06.11.2012



                                                               პროექტის აღწერა:

ღია საზოგადოების ინსტიტუტის (აშშ) მხარდაჭერით 2008 წლის სექტემბრიდან ხორციელდება პროექტი " მთავრობათშორისო ხელშეკრულებები შრომითი მიგრაციის შესახებ”. პროექტის დაწყებას დიასპრორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ოფისში გამართული კონსულტაციები უძღოდა. ეს კონსულტაციების მიგრაციის პოლიტიკის სფეროში ყველაზე მწვავე პრობლემების გამოვლენას და ასევე ამ პრობლემების გადაწყვეტაში კავკასიური ინსტიტუტის ჩართვის შესაძლებლობების განხლვას ისახავდნენ მიზნად. კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა პრობლემა; კერძოდ, ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებების არ არსებობა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად სამუშაო ადგილის მოპოვების შესაძლებლობას მისცემდა. სწორედ ამ პრობლემის დაძლევის გზები უნდა წარმოადგინოს კავკასიურმა ინსტიტუტმა აღნიშნული პროექტის შედეგად. პროექტის ფარგლებში გამოკითხულ იქნა მიგრაციის პოლიტიკის სფეროში მომუშავე ათი ექსპერტი. საუბრისას ექსპერტები ძირითადათ მთვარობათშორისო ხელშეკრულებების დადების პერსპექტივას და ამ კუთხით არსებულ პრობლემებს შეეხნენ. ამასთან ერთად, პროექტის გუნდის მიერ მოძიებული იქნა მასალა, რომელშიც ასახული იყო მსგავსი ხელსკრულებვების დადების საერთაშორისო პრაქტიკა. შედეგად , რეკომენდაციების შემუშავებისას ავტორებმა შეძლეს როგორც საერთაშორისო გამოცდილების, ასევე საქართველოში ამ კუთხით არსებული პრობლემების გაითვალისწინება. პროექტი კვლევითი ცენტრისა და მთავრობის შორის თანამშრომლობის კარგ მაგალითს წარმოადგენს. ხელისუფლების წარმომადგენლები მისი განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე იყვნენ ჩართულნი. პროექტის შედეგად მოხდა სხვადასხვა ექსპერტების შეხედულებების შეჯამება და ამ შეხედულებებზე დაყდნობით, რეკომენდაციების შემუშავება. საბოლოო დოკუმენტთან გაცნობის შემდეგ მთავრობის წარმომადგენლები მოლაპარაკებების პროცესის უკეთ წარმართვას შეძლებენ.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია