გაზეთები დედაქალაქის გარეთ03.08.2012

თარიღი: 2007    
სახელწოდება: გაზეთები დედაქალაქის გარეთ - რა ზემოქმედება მოახდინა საერთაშორისო დახმარებამ ბეჭდვით მედიაზე საქართველოს რეგიონებში
ავტორები: მალხაზ სალდაძე, გიორგი შუბითიძე; ზოგადი ზედამხედველობა - გია ნოდია  
პროექტი და დონორი: ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი საქართველოში რეგიონული მედიის განვითარება და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება
ენა: ქართულიინგლისური 
გვერდები: 202 (ქართული), 183 (ინგლისური)  
© მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი

აღწერა
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა 2005 წლის დეკემბერშიომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან პარტნიორობით საქართველოს რეგიონული მედიის განვითარების კვლევის მესამე ეტაპი დაიწყო.  კვლევა მიმდინარეობდა პროექტის - საქართველოში რეგიონული მედიის განვითარება და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება - ფარგლებში. კვლევის პირველი ორი ეტაპიზ მიზანი საქართველოს რეგიონული მედიის ზოგადი სურათის აღწერა და ანალიზი იყო რაც კავკასიური ინსტიტუტის მიერ გამოცემულ საქართველოს რეგიონულ მედია-რუკაში აისახა; მესამე ეტაპის მიზანს პროექტის ფარგლებში შერჩეულ გაზეთებთან ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისმიერ განხორციელებულ აქტივობათა ეფექტის გაზომვა წარმოადგენდა. 
კვლევა განახორციელეს მალხაზ სალდაძემ, გიორგი შუბითიძემ და მერაბ ცინდელიანმა.

სარჩევი
შესავალი: კვლევის ძირითადი მი9გნებები
1. აჭარა
2. იმერეთი
3. კახეთი
4. სამცხე-ჯავახეთი
5. შიდა ქართლი
6. ქვემო ქართლი და სამეგრელო-ზემო სვანეთი
7. შედარების ძირითადი მიგნებები და განსხვავებები
დამატება
მრგვალი მაგიდა: საქართველოს რეგიონული მედიის განვითარების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტები. ბაკურიანი, 28 თებერვალი-1 მარტი, 2007 

 საქართველოს რეგიონულ მედია-რუკაში

თარიღი: დეკემბერი 2005    
სახელწოდება: საქართველოს რეგიონული მედია-რუკა 
ავტორები: მალხაზ სალდაძე, გიორგი შუბითიძე; ზოგადი ზედამხედველობა - გია ნოდია  
პროექტი და დონორი: დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ კავკასიური ინსტიტუტისა და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში - საქართველოში რეგიონული მედიის განვითარება და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება
ენა: ქართულიინგლისური 
გვერდი: 286 (ინგლისური ), 310 (ქართული) 
© მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი

მოკლე შინაარსი
2003 წლის დეკემბრიდან მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა დაიწყო საქართველოს რეგიონებში მედიის მდგომარეობის შესწავლა. კვლევის მიზანია საქართველოს რეგიონებში მედიის განვითრების ზოგადი სურათის შექმნა და იმ ძირითადი პრობლემების გამოკვეთა, რაც ხელს უშლის რეგიონებში მედიის - პირველ რიგში პრესის- განვითარებას, და იმ გზების და საშუალებების დასახვა, რამაც შეიძლება გააუმჯობესოს რეგიონული მედია-ორგანიზაციების მუშაობა.

აღნიშნული კვლევა ნაწილია პროექტის - საქართველოში რეგიონული მედიის განვითარება და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ დემოკრატიისა და ადამინის უფლებებისთვის ევროპული ინიციატივის ფარგლებში და რომლის ძირითად მიზანსაც საქართველოში ბეჭდვითი მედიის მხარდაჭერა წარმოადგენს. პროექტს ახორციელებს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) კავკასიური ინსტიტუტის მონაწილეობით.

კვლევის პირველი ეტაპი მოიცავდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 15 ქალაქს: ახალქალაქი, ახალციხე, ბათუმი, ბოლნისი, გორი, გურჯაანი, თელავი, ზუგდიდი, ლანჩხუთი, მარნეული, სენაკი, ქუთაისი, ფოთი, ჩოხატაური, ხაშური. შერჩეული საკვლევი პუნქტების სიმცირე განპირობებული იყო კვლევის იმ ეტაპზე დასახული მიზნით: შექმნილიყო ზოგადი სურათი, რომელიც პროექტის პრაქტიკული პრიორიტეტების გამოკვეთას დაეხმარებოდა. ამ ეტაპის შედეგად შეიქმნა საქართველოს მედია-რუკის პირველი არასრული ვარიანტი. 2004 წლის აპრილიდან კავკასიურმა ინსტიტუტმა დაიწყო კვლევების მეორე ეტაპი, რომელიც სრულად მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. კვლევის შედეგად შეიქმნა მოცემულისაქართველოს რეგიონული მედია-რუკის სრული ვარიანტი.

მედია-რუკის კონცეფცია ერთიანად დაამუშავა პროექტში ჩართულმა ორივე ორგანიზაციამ. კვლევაში და მედია-რუკის შედგენაში მონაწილეობა მიიღეს მალხაზ სალდაძემ და გიორგი შუბითიძემ. ანგარიშის შედგენაზე ზოგადი ზედამხედველობა გასწია გია ნოდიამ. ტექსტის საერთო რედაქცია ეკუთვნის ზეინაბ სარაძეს.

კვლევა ემყარება კავკასიური ინსტიტუტის მკვლევართა ინტერვიუებს ადგილებზე მედიის, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე შემთხვევითი წესით შერჩეულ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან. გამოყენებულ იქნა აგრეთვე მედია პროდუქციის ანალიზი.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია