დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი მმართველობის რეფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა 03.12.2012

პროექტი - "სამოქალაქო საზოგადოება განვითრებისთვის: დეცენტრალიზაცია და მონაწილეობა საქართველოში" ერასმუსის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო ინსტიტუტთან ერთად და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს (მატრას) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

                                                       პროექტი სამწლიანია.

     მისი მიმდინარეობის მეორე წელს აქტივობები 5 სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა:
ტრეინნგი რეგიონული აქტივისტებისათვის: 2011 წლის აგვისტოში ბაკურიანში ტრენერთა ტრენინგის მეორე რაუნდი ჩატარდა (პირველი ჰააგაში ჩატარდა და მასში საქართველოს 8 რეგიონის 16 ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა). ტრეინინგის თემა პოლიტიკის ანალიზის მეთოდები, მონიტორინგი და ადგილობრივი თემის მობილიზების სტრატეგიები იყო. აქვე განხილულ იქნა პირველი რაუნდის გამოცდილება და დაიგეგმა სამომავლო რეგიონული ტრენინგების განრიგი.
შეიქმნა ადგილობრივი პრობლემების იდენტიფიკაციას და მისი გადაჭრის სტრატეგიის ორდიღიანი სასწავლო მოდული, რის საფუძველზეც 2011 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს 8 რეგიონში ჩატარდა ტრეინიგები, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წევრების, აქტივისტების, ადგილობრივი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით;

პოლიტიკის ანგარიში: მომზადდა თვითმმართველობაში სამოქალაქო მონაწილეობის სიძნელეების და პერსპექტივების პოლიტიკურ-სარეკომენდაციო ნარკვევი. ნარკვევზე მომუშავე ჯგუფმა, მომზადებული დოკუმენტი ერასმუსის უნივერსიტეტის ექსპერტებს გადაუგზავნა შემდგომი დახვეწის მიზნით.
ნარკვევი კავკასიური ინსტიტუტის და პროექტის ვებ-გვერდებზე დაიდება;

                                 საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება:

სამოქალაქო მონაწილეობის და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების გაზრდის მიზნით შემუშავდა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კამპანიის გეგმა.
ამ გეგმის თანახმად გადაწყვეტილია ესეს კონკურსის ჩატარდება საქართველოს 8 რეგიონის ახალგაზრდებისთვის.
კონკურსის "რატომ არის მნიშვნელოვანი მონაწილეობა" სამოქალაქო მონაწილეობის იდეის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებს შორის დისკუსიის წახალისება მოჰყვება. გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდნენ;
ერასმუსის უნივერსიტეტის ექსპერტების თანაავტორობით მომზადდა საზოგადოების მობილიზების გზამკვლევი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებითვის, რომელიც დაიბეჭდება და გავრცელდება საქართველოს 8 რეგიონში; რესურს ცენტი:

ჩამოყალიბდა ადგილობრივი თვითმმართველობის და განვითარების რესურს ცენტი, რომელიც ფუნქციონირებს კავკასიური ინსტიტუტის ოფისში და ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.
ცენტრში ინახება 700-მდე წიგნი, ჟურნალი, სტატია და ანგარიში დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, იქვება ეს პოლიტიკური და ფინანსური პრობლემები, სამოქალაქო ჩართულობის თემა, თუ აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის და აფრიკის ქვეყნების გამოცდილება. რესურს ცენტრის ნაწილია პროექტის საიტი
www.participate.ge და facebook გვერდი, რომლებიც მომხმარებელს სასარგებლო ინფორმაციას სთავაზებოს არა მარტო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობების, არამედ ადგილობრივი თვითთმართველობის და განვითარების საკითხებზეც;
(5) საუნივერსიტეტო კურსები: მომზადდა ორი სამაგისტრო კურსი: 1. დეცენტრალიზაცია და სამოქალაქო მონაწილეობა და 2.ფისკალური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება. კურსები მომზადდა ერასმუსის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო ინსტიტუტის პროფესორების თანამონაწილეობით მომზადდა.
2011-2012 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში, ორივე კურსი ილიას უნივერისტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს ჩაუტარდათ, ესწრებოდნენ ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია