ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ახალგაზრდების ინტეგრაცია საგანმანათლებლო და კულტურული ინიციატივების მეშვეობით03.12.2012

                    სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და სამოქალაქო ინტეგრაცია

ევანგელისტური განვითარების სამსახურის (EED) პროექტი - "ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ახალგაზრდების ინტეგრაცია საგანმანათლებლო და კულტურული ინიციატივების მეშვეობით" - ქვეყნის საზოგაოდებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაციას საქმეს ემსახურება.
ხსენებული რეგიონების მოსწავლე ახალგაზრდობაში ინტერკულტურული ურთიერთობების დასანერგად და გასავითარებლად, ბოლნისში და ნინოწმინდაში ინტერკულტურული ურთიერთობების ცენტრები გაიხსნა. ამ ცენტრების გამოყენებით ეწყობა სადისკუსიო შეხვედრები ხელოვნების დარგის მუშაკებთან, იმართება ვიქტორინები და ინტელექტუალური თამაშები მოსწავლეთა გუნდებს შორის.
ახლადდაარსებულ მედია-კლუბში უფროსკლასელები დოკუმენტური და მხატვრული კინოს გადაღების ჩვევებს ეუფლებიან; რეგიონის არაქართულენოვანი მოსახლეობა მუდმივად არის საქმის კურსში განათლების რეფორმის ახალ-ახალი ინიციატივების შესახებ, რათა ხელიდან არ იქნას გაშვებული საგანმანათლობლო რეფორმის შედეგად მასწავლებლების და       მოსწავლეებისათვის    წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები; 
                                             *  ვასწავლით ქართულ ენას;
                                             * ვუტარებთ სასკოლო კურსებს: "ჩემი საყვარელი ქართული მოთხრობა" 
                                             *"ჩემი საყვარელი აზერბაიჯანული/სომხური სიტყვა"
 
ამ ყოველივეს კავკასიური ინსტიტუტი რეგიონალურ პარტნიორებთან: ბოლნისის "ენის სახლთან", რომლის ძირითადი მიზანი ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებაა და ჯავახეთის "ჯანსაღ საზოგადოებასთან", რომელიც სასკოლო განათლების საკიხებით არის დაკავებული - თანამშრომლობით ახორცილებს.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია