სიტუაციის ანალიზი სამცხე-ჯავახეთში04.12.2012

                                         კონფლიქტების მონიტორინგი და პრევენცია

კავკასიური ინსტიტუტი განაგრძობდა ეუთოს მიერ დაფინანსებული კვლევისა და ანალიზის პროგრამას - სიტუაციის მონიტორინგი სამცხე-ჯავახეთში, რომელსაც ის 2000 წლიდან მოყოლებული ახორციელებს. რეგიონული კორესპოდენტების ინდივიდუალური ანგარიშების და მედია-ანალიზის საფუძველზე ინსტიტუტი ყოველთვიურ ანალიტიკურ ანგარიშგებას ამზადებს. პროექტის ბენეფიციარები საქართველოს ხელისუფლება (საგარეო საქმეთა სამინისტრო) და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE) არიან.
წარმოდგენილი ანგარიშები მათ სამომავლო პოლიტიკის დაგეგმვაში ეხმარება. ევროკომისიის მიერ დაფინანსებული - კონფლიქტის, უსაფრთხოების და მშვიდობის შესახებ ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და უსაფრთხო მსოფლიოსთან (safeworld) ერთობლივად დაიწყო და მიზნად საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დახმარება და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის უსაფრთხოების და სამშვიდობო პრობლემატიკის გაანალიზების უნარის გამომუშავება დაისახა. წლის განმავლობაში სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა და ქვემო ქართლში, ოთხი რეგიონული ფორუმი შედგა - დიალოგი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის. მონაწილეებმა დიალოგის პროცესში კონფლიქტების ერთობლივი ანალიზის და პრიორიტეტული სამშვიდობო ინიციატივების ტექნოლოგიები განიხილეს და გადაწყვეტელების მიმღებებს რეკომენდაციები მიაწოდეს.
რეგიონებში შექმნილი ვითარება ანალიტიკური შინაარსის საბოლოო დოკუმენტში აისახა. პროექტის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გაიმართა ოთხივე ხსენებული რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. არაერთ სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საკონსულტაციო მომსახურება გაეწია. კავკასიური ინსტიტუტის, უსაფრთხო მსოფლიოს (Saferworld) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივ პროექტის - სამოქალაქო საზოგადოების და ხელისუფლების დიალოგის გაღრმავება კონფლიქტით დაზარალებული თემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე - უმთავრეს მიზანს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებში ადგილობრივი თემების გათვითცნობიერების და ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მათი დიალოგის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
თბილისში, ისევე როგორც საქართველოს ოთხ სხვა რეგიონში, კონფლიქტებით დაზარალებული თემების პრობლემურ საკითხებზე დისკუსიების ციკლი - "ერთად დავგეგმოთ მშვიდობა" - ჩატარდა. გამოიკვეთა სამი საფრთხე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული. ამასთან დაკავშირებული რეკომენდაციები არა ექსპერტული ანალიზის, არამედ ადგილობრივი თემების წარმომადგენლების ხედვების საფუძველზე შემუშავდა.
ოთხი სხვადასხვა რეგიონისთვის ცალ-ცალკე განისაზღვრა მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილობის სტრატეგია; შემუშავდა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მიეწოდა საერთო-ეროვნული სტრატეგიაც, რაც პოლიტიკური ხელმძღვანელობის (გადაწყვეტილების მიმღებების) და სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ, საერთაშორისო და რეგიონალურ დონეებზე დიფერენცირებული დიალოგის გაღრმავების მიზნით გაკეთდა.
პროექტების შედეგები სამომავლო მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილობის მისაღევი გზების უზრუნველყოფის საჭირო ღონისძიებების გააზრების ამსახველ დოკუმენტში: "აგვისტოს ომის შედეგები" აისახა. ამავე პროექტების ფარგლებში ათი დისკუსიის მასალა დაიბეჭდა სათაურით: "ერთად დავგეგმოთ მშვიდობა". დაინტერესებულ პირებს მასალა შეუძლიათ მისამართზე: www.cipdd.org იხილონ.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია