სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მონაცემთა ბაზა 26.07.2012

კავკასიური ინსტიტუტის ახალი ინიციატივის ფარგლებში, ინსტიტუტის ვებ-გვერდზე: http://www.cipdd.org შეიქმნა საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების online მონაცემთა ბაზა. ბაზის საძიებო სისტემა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების რეგიონისა და თემატური სფეროს მიხედვით ძებნის საშუალებას იძლევა. 
ამ ინიციატივის მიზანია: 
*  საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა მეტნაკლებად სრულყოფილი მონაცემთა ბაზის შექმნა ორ ენაზე (ქართული და ინგლისური) 
*  საქართველოში მოქმედი რეგიონული ორგანიზაციების ერთმანეთთან დაკავშირების, მათ შორის თანამშრომლობის და ქსელური მუშაობის ხელშეწყობა. 
მონაცემთა ბაზაში თითოეულ ორგანიზაციას დაეთმობა ცალკე გვერდი.
გთხოვთ შეავსოთ თანდართული ფორმა ორ ენაზე (ინგლისური და ქართული) და მონაცემთა ბაზისთვის მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენი ორგანიზაციის შესახებ. ინფორმაციასთან ერთად გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ორგანიზაციის ლოგო jpg ფორმატში. 
ინფორმაცია გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: tiko-tke@cipdd.org 
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თიკო ტყეშელაშვილს ან ქეთი ყაველაშვილს ნომერზე 35 51 54.
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის!


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

                 

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია