კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრში საშუალება გეძლევათ გაეცნოთ იუსუფ ვანგურას და ჯორჯ ლარბის რედაქტორობით გამოცემულ წიგნს „საჯარო სექტორის რეფორმა განვითარებად ქვეყნებში: მომსახურების გაუმჯობესების გამოწვევები".
წიგნში განხილულია ახალი რეფორმები საჯარო მართვის სფეროში, რომლის მიზანია საჯარო სექტორის მომსახურების გაუმჯობესება განვითარებად ქვეყნებში. წიგნი შედგება სამი თავისგან, კეძოდ: მმართველობის რეფორმა; ფინანსური რეფორმა და დეცენტრალიზაცია.
ამ წიგნთან ერთად რესურს ცენტრში შეგიძლიათ მოიძიოთ 700-მდე წიგნი, ჟურნალი და სტატია დეცნტრალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ შორის ამ პროცესის პოლიტიკურ და ფინანსურ ასპექტებზე, მოქალაქეების ჩართულობაზე, აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, ლათინური ამერიკის და აფრიკის ქვეყნების გამოცდილებაზე. რესურს ცენტრი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.
რესურს ცენტრის მასალების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ ნახოთ პროგრამის ვებ გვერდზე: www.participate.ge
დამატებითი კითხვებისთვის შეგვეხმიანეთ: ნინო ღამბაშიძე: nino@participate.ge ან ტელ: 2355154. რესურს ცენტრი შეიქმნა და ფუნქციონირებს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური გარდაქმნის პროგრამის (მატრა) ფარგლებში.
უკან დაბრუნება..