რესურს ცენტრი01.02.2013

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრში შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ დანიელ ტრაისმენის წიგნს: "მმართველობის სტრუქტურა: პოლიტიკური დეცენტრალიზაციის გააზრება".
ავტორი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური დეცენტრალიზაცია ხშირ შემთხვევაში განხილულია, როგორც მმართველობის გაუმჯობესების მექანიზმი. დეცენტრალიზაციის მომხრეთა აზრით, მმართველობის და ხალხის დაახლოება არის უფლებების დაცვის, ეთნიკური კონფლიქტების თავიდან აცილების და მოქალაქეთა პოლიტიკაში ჩართულობის ერთგვარი გარანტი.
დანიელ ტრაისმანი მიიჩნევს, რომ მსგავსი არგუმენტები ხშირ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული და საჭიროა დეცენტრალიზაციის თეორიის კარგად გააზრება.
წიგნში განხილულ ემპირიულ მაგალითებზე დაყრდნობით ავტორი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია იმის თქმა სარგებლის მომტანია დეცენტრალიზაცია კონკრეტულ შემთხვევაში თუ არა.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია