კონკურსი კვლევის ჩატარებაზე 01.02.2013

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერთობლივი პროექტის-" ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა’"- ფარგლებში, აცხადებენ კონკურსს კვლევის ჩატარებაზე.
კვლევის შედეგად უნდა გამოვლინდეს ის სპეციალობები, რომელზეც მოთხოვნაა ადგილობრივ შრომით ბაზარზე საქართველოს 10 რეგიონში და ის უნარები, რომელთა განვითარებაც შესაბამისად ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის. კვლევა ტარდება პროექტის ერთ-ერთი მიმართულების - მიგრაცია და განვითარება - ფარგლებში.
პროექტში დაგეგმილია საქართველოს რეგიონების მოსახლეობისთვის წინასწარ გამოვლენილ დარგებში პროფესიონალური დონის ამაღლების მიზნით ტრენინგების ორგანიზება.
ტრენინგებს ჩაატარებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, რომელთაც გამოვლენილ სფეროებში შესაბამისი გამოცდილება აქვთ.
კვლევა უნდა ჩატარდეს საქართველოს შემდეგ რეგიონებში: აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი. საბოლოო ანგარიშში შედეგები უნდა იყოს წარმოდგენილი თითოეული რეგიონის მიხედვით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ განაცხადი 15 თებერვლამდე მისამართზე migration@cipdd.org. 15 თებერვლის შემდეგ მიღებული აპლიკაციები არ განიხილება!

                                                   განაცხადში უნდა იყოს წარმოდგენილი:

ინფორმაცია განმცხადებლის (ორგანიზაცია/მკვლევართა ჯგუფი) შესახებ, მათ შორის ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების ჩამონათვალი და კვლევის ანგარიშების ბმულები;
კვლევის კონცეფცია - მეთოდოლოგიის დეტალური აღწერა, ვადები, დეტალური ბიუჯეტი ლარში, საბოლოო ანგარიშის სტრუქტურა.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება დამატებითი გასაუბრება.
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უფლებას იტოვებენ არ შეარჩიონ გამარჯვებული აპლიკანტი თუ მიღებული განაცხადები ვერ დააკმაყოფილებს კონკურსის პირობებს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მისამართზე migration@cipdd.org.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია