ახალი პროექტის პრეზენტაცია 26.07.2012

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შედგა ახალი პროექტის: ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ახალგაზრდების ინტეგრაცია საგანმანათლებო და კულტურული ინიციატივების გზით".

კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარემ  გია ნოდიამ  ისაუბრა პროექტის მიზნებზე:

 1.
 ხელი შეუწყოს არაქართულენოვანი მოსახლეობის ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში უმცირესობათა უფლებების დაცვით
 2 .
გაუმჯობესდეს ახალგაზრდობის მონაწლეობა პოლიტიკურ, სამოქალაქო, ეკონომიკურ ცხოვრებაში. ეს წვლილს შეიტანს ქართული საზოგადოების დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციაში.•  ხელს შეუწყობს ტოლერანტული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება სასკოლო ასაკიდან.

პროექტის კოორდინატორმა სოფო ზვიადაძემ ყურადღება გაამახვილა სამ ძირითად მიმართულებაზე:

1. მოსწავლე-ახალგაზრდობაში ქართული ენის ცოდნის ამაღლება
2. ინტერკულტურული დიალოგის და ურთიერთგაგებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი).
3. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ცოდნის ამაღლება განათლების რეფორმის ახალი ინიციატივების შესახებ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობებზე:
1. ბოლნისსა და ნინოწმინდაში მოსწავლე-ახალაგაზრდობის ინტერკულტურული ურთიერთობის ცენტრის გახსნა 
2. ქართულის, როგორც მეორე ენის, შესწავლის კურსები 
3. სასკოლო კონკურსები: \"ჩემი საყვარელი ქართული მოთხრობა” და \"ჩემი საყვარელი აზერბაიჯანული/სომხური სიტყვა”  
4. სადისკუსიო შეხვედრები ხელოვნების და სხვადახვა დარგის წარმომადგენელებთან
5. ვიქტორინები და ინტელექტუალური თამაშები მოსწავლეთა გუნდებს შორის
6. ექსკურსიები თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში
7. საზაფხულო სკოლა ქვემო ქართლის, სამცხე ჯავახეთის და საქართველოს სხვა რეგიონის მოსწავლეებისათვის
8. მედია-კლუბი – დოკუმენტური და მხატვრული კინოს გადაღების კურსები უფროსკლასელთათვის
9. არაქართულენოვანი სკოლებისათვის საინფორმაციო და საკონსულტაციო მომსახურება ბოლნისსა და ნინოწმინდაში

რეგიონული პარტნიორები• ბოლნისის ენის სახლი (ბოლნისი)• ჯავახეთის ჯანსაღი საზოგადოება (ნინოწმინდა).

Georgia Today-მ გამოაქვეყნა სტატია კავკასიური ინსტიტუტის ახალი პროექტის შესახებ.

 

 

     

     

     

   


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია