მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის რეგიონული განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რესურს ცენტრში შესაძლებლობა გეძლევათ გაეცნოთ მაიკალ ედვარდის წიგნს "სამოქალაქო საზოგადოება". "სამოქალაქო საზოგადოების" მეორე გამოცემაში ავტორი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ საკითხებზე: სამოქალაქო საზოგადოება აფრიკასა და შუა აზიაში; საინფორმაციო ტექნოლოგიები და მოქალაქეთა ორგანიზების ახალი ფორმები. წიგნში ასევე ხაზგასმულია სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა დემოკრატიული პროცესების გაძლიერებაში, ერთობის ჩამოყალიბებასა და უსამართლობასთან ბრძოლაში.
უკან დაბრუნება..