კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალურ ცენტრში პროექტის: „სამოქალაქო საზოგადოების ფოკუს-ჯგუფების ჩართულობა კონსტიტუციურ სამართალშემოქმედებაში“ ფარგლებში, 14 ივნისს გაიმართა კონფერენცია- aდგილობრივი თვითმმართველობის ახალ კონცეფციასთან" დაკავშირებით.კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს უნივერსიტეტის, საქართველოს ჰუმანიტარული უნივერსიტეტისა და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები. კონცეფცია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ წარმოადგინეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა და სამინისტროსთან არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის საბჭოს თავმჯდომარემ დავით ლოსაბერიძემ
უკან დაბრუნება..