25 სექტემბერს,ახალციხეში დაიწყო დისკუსიების მეორე რაუნდი -"ერთად დავგეგმოთ მშვიდობა', რომელიც კავკასიური ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და უსაფრთხო მსოფლიოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. მეორე შეხვედრა გაიმართა გორში 1 ოქტომბერს. დისკუსიები დაგეგმილია ასევე 13 ოქტომბერს მარნეულში და 14 ოქტომბერს - ზუგდიდში.
დისკუსიის ძირითადი თემა იყო: -" სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისათვის საერთო ინტერესების შექმნა სოციალურ- ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებში".
ეს საკითხი აღინიშნა როგორც მნიშვნელოვანი წინაპირობა სამოქალაქო ინტეგრაციისათვის, რაც ერთ-ერთ გამოწვევად დასახელდა რეგიონული ჯგუფების მიერ პროგრამის ფარგლებში მომზადებულ მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების სტრატეგიაში.
უკან დაბრუნება..