ბოლნისში და ნინოწმინდაში მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტერკულტურული ურთიერთობის ცენტრის გახსნა 26.07.2012
კავკასიური ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში "მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტეგრაცია ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების გზით" ბოლნისში და ნინოწმინდაში ფუნქციონირებს მოსწავლე-ახალგაზრდობისინტერკულტურული ურთიერთობის ცენტრი. 30 ოქტომბერს ცენტრის გახსნას მიეძღვნა ჩრდილების სახელმწიფო თეატრისსტუმრობა ბოლნისში. მოსწავლეები, რომელთათვისაც ქართული მშობლიური ენა არ არის, ეუფლებიან ქართულ ენას და მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში. კავკასიური ინსტიტუტის მოწვევით თეატრმა ბოლნისის მუნიციპალურ თეატრში წარმოადგინა სპექტაკლი "წელიწადის ოთხი დრო".
უკან დაბრუნება..