ანუ პოლიტიკური რომანტიზმის დასასრული საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ცხრა წელი გმირულ-რომანტიკულ ჟანრს განეკუთვნება. ეს ეხება არა მხოლოდ სტილს, რომელიც ბოლომდე ვარდების რევოლუციის ესთეტიკამ განსაზღვრა, არამედ პოლიტიკური ქმედების შინაარსსაც, რომელიც დიდი იდეებით და მიზნებით იყო შთაგონებული. კი, მასობრივი პიარის დონეზე საკმაოდ პროზაული რამეები გვესმოდა: როგორ შემოიყვანა მთავრობამ ჯერ ყვითელი ავტობუსები, მერე კი ტრაქტორები, გაზარდა პენსიები და ა.შ. მაგრამ პოლიტიკის საერთო პათოსს ახალი, სრულიად სხვა ტიპის ქვეყნის შექმნა შეადგენდა. ის შედეგიანი აღმოჩნდა: რაც გინდა ვთვალოთ ამ მმართველობასთან დაკავშირებული შეცდომები, გადაცდომები და წარუმატებლობები (საკმარისზე მეტი, თუმცა ოპონენტთაგან მრავალგზის გაზვიადებული), სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც ახალი, თვისობრივად სხვა საქართველოს შემქმნელი
mhttp://www.tabula.ge/ge/story/79005-mishas-memkvidreoba
უკან დაბრუნება..