„თუ ეს სამყარო ღმერთმა შექმნა, მისი მთავარი საზრუნავი ნამდვილად არ იქნებოდა ის, რომ ეს ყველაფერი ისე შეექმნა, ჩვენ ის გაგვეგო“. ასე ფიქრობდა ალბერტ აინშტაინი. მაგრამ თუ თქვენ მაინც გაქვთ დიდი სურვილი გაეცნოთ, თუ რას ფიქრობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანები ღმერთზე, ადამიანის დანიშნულებაზე, გაინტერესებთ რა სწამთ და როგორ სწამთ, როგორ უყურებენ სამყაროს არსს, ეწვიეთ„მსოფლიო რელიგიების კლუბს“.
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისი გთავაზობთ ახალ პროექტს: სტუდენტებს საშუალება ექნებათ ყოველ შაბათს გაეცნონ მსოფლიო რელიგიებს (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი და ა.შ). ლექციებს წაიკითხავენ თითოეული დარგის წამყვანი სპეციალისტები. სტუდენტები ასევე მოისმენენ ლექციებს რელიგიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.
6 თვიანი სალექციო კურსი დასრულდება ექსკურსიით „რელიგიები საქართველოში“. კურსის აქტიური მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატს.
17 თებერვალი.
განაცხადის ფორმა ჩამოტვირთეთ და შევსებული გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე:elene-nod@cipdd.org
cipdd@cipdd.org
უკან დაბრუნება..