არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პეტიცია გაავრცელეს29.01.2014

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა პეტიცია გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პრიორიტეტულ საკითხს უნდა წარმოადგენს არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა, რათა დაცულ იქნეს ხმის წონის თანაბრობის პრინციპი. ორგანიზაციები ხელისუფლებას სთავაზობენ: 1.მერისა და გამგებლის არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვალოს ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს 50% + 1 ხმას. ამავდროულად, ყველა მერი და გამგებელი ერთნაირი წესით იქნეს არჩეული. 2.გაუქმდეს ერთმანდატიანი ოლქების არსებული სისტემა და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის ეს სისტემა შეიცვალოს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებით. პეტიციაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პოლიტიკური გადაწყვეტილების დროულად მიღება და ისეთი საარჩევნო სისტემის დამკვიდრება, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და უკეთ ასახავს საქართველოს მოქალაქეთა მიერ არჩევნებში გამოვლენილ ნებას. სრული ინფორმაცია იხილეთ მისამართზე:
http://gyla.ge/geo/news?info=1943


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია