მსოფლიო რელიგიათა კლუბი29.01.2014

კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამა „ სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი უკვე მესამედ გთავაზობთ პროექტს „მსოფლიო რელიგიათა კლუბი“. კურსის მონაწილეებს ხუთი თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ, გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი და ა.შ) ძირითად არსს და ისტორიას. დაესწრონ შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციებს და შეხვდნენ ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენლებს.
კლუბის წევრები ასევე მოისმენენ ლექციებს რელიგიასთან დაკავშირებულ აქტუალურ დებატებზე პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებში. მონაწილეობას მიიღებენ კლუბის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებში.
კურსი ასევე ითვალისწინებს: საქართველოში არსებული რელიგიური ძეგლების და ცენტრების დათვალიერებას. ესეების კონკურსს რელიგიის თემაზე, ფილმების ჩვენებას.
ლექციები ჩატარდება 12 მარტიდან, ყოველ ოთხშაბათს 16:00-18:00 სთ. კურსი არ არის ფასიანი. სრული კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 16 თებერვალი. განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1JBsR0vKObatTRDf5jMUvNo1a5XE-86bwpkMgjP_X18c/viewform
ითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: cipdd.kas@gmail.com


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია