რელიგიათა კლუბის მესამე სეზონი დაიწყო ! 17.03.2014

კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამა „ სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი  გთავაზობთ პროექტს „მსოფლიო რელიგიათა კლუბი“. კურსის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი და ა.შ) ძირითად არსს და ისტორიას. დაესწრონ შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციებს და შეხვდნენ ამა თუ იმ რელიგიის წარმომადგენლებს. კლუბის წევრები ასევე მოისმენენ ლექციებს რელიგიასთან დაკავშირებულ აქტუალურ დებატებზე პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებში. მონაწილეობას მიიღებენ კლუბის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებში.
პირველი ლექციის თემა იყო - " რა არის რელიგია" (ზოგადი მიმოხილვა); მომხსენებელი- ლევან გიგინეიშვილი. ლექცია- დისკუსია სამი საათი გაგრძელდა. 


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია