კავკასიურ ინსტიტუტში რელიგიათა კლუბი აგრძელებს ლექციათა ციკლს. კლუბში სტუმრად იყო მოლა ნუგზარ ალაჰვერდი, რომელმაც ისლამზე ისაუბრა.დღეს ისლამი გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, ტრადიციულად, ისლამურად ითვლება შემდეგი რეგიონები: ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა, სამხრეთ აზია და სამხრეთ–აღმოსავლეთ აზია. მუსლიმები შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 10%. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველები (აჭარლები)და პანკისელი ქისტები- აღნიშნა მომხსენებელმა. საინტერესო მოხსენება კამათში გადაიზარდა.
უკან დაბრუნება..