მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის და სამხრეთ კავკასიის ოფისისის პროექტის " მსოფლიო რელიგიათა კლუბის" მესამე სეზონი დამთავრდა. კურსის მონაწილეებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების ( იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი და ა.შ) ძირითად არსს და ისტორიას. მოისმინეს შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციები და შეხვდნენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს. კურსი ასევე ითვალისწინებდა თბილისის რელიგიური ძეგლების და ცენტრების დათვალიერებას. სეზონის ბოლოს კლუბის აქტიურ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები. ასევე გამოვლინდნენ ესეების კონკურსის გამარჯვებულები, რომლებმაც პრიზები მიიღეს. ცერემონია კონრად ადენაუერის ფონდში ჩატარდა.
უკან დაბრუნება..