საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა03.06.2015

ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი საზღვარგარეთ ცხოვრობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიასპორის საკითხებში ეფექტური, ურთიერთმხარდაჭერის პრინციპზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავება.
დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფის გზით ბევრმა სახელმწიფომ განვითარების პროცესში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ამიტომ არის ღირებული მათი გამოცდილების კარგად შესწავლა და გათვალისწინება საქართველოში დიასპორის სტრატეგიის სრულყოფის მიზნით.
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და საქართველოს ახაგაზრდა იურისტთა ასოციაცია/საია დიასპორულ საკითხებზე 2013 წლიდან მუშაობენ ერთობლივი პროექტის "საქართველოს და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა" ფარგლებში.
პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესებაში წვლილის შეტანას ისახავს.
მიგრაციის დადებითი ეფექტების მიღწევის კუთხით დიასპორის ჩართულობის გაზრდა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. ამ მიმართულებით პარტნიორმა ორგანიზაციებმა გარკვეული წვლილი შევიტანეთ. პროექტის ფარგლებში ორგანიზება გავუკეთეთ ევროკავშირის ქვეყნებიდან თანამემამულეების ვიზიტს, რომლებმაც სხვადასხვა პრიორიტეტულ სფეროში გამოცდილება გაუზიარეს საქართველოში ამ დარგში მომუშავე კოლეგებს.
პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა თემატური კვლევა "დიასპორა და სახელმწიფო: ირლანდია, იტალია და სლოვენია", რომელშიც ევროკავშირის სამი ქვეყნის გამოცდილება არის აღწერილი. გამოცემა მომზადდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან კოორდინაციით.
პუბლიკაციის მიზანს წარმოადგენდა შესაბამისი ქვეყნების პოლიტიკებზე და პროგრამებზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის თავმოყრა და დაინტერესებული პირებისთვის გაცნობა. შესაბამისად, პროგრამის პრიორიტეტებიდან გამომდინარე კავკასიურმა ინსტიტუტმა და საიამ გადაწყვიტეს მხარი დაეჭირათ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივისთვის და მონაწილეობა მიეღოთ აპარატის თანამშრომლების მიერ მომზადებული კრებულის "დიასპორა და სახელმწიფო: მართვის გამოცდილება" გამოცემაში.
კრებულში აღწერილია თორმეტი ქვეყნის დიასპორული საკითხების მართვის გამოცდილება. ვიმედოვნებთ წინამდებარე გამოცემა დაეხმარება შესაბამის უწყებებს, საზოგადოებრივ და დიასპორულ ორგანიზაციებს უკეთესად იყვნენ ინფორმირებული დიასპორული საკითხების მართვის არსებულ გამოცდილებაზე და მათ ახალი პროგრამების განვითარება-დაგეგვაში შეუწყობს ხელს.

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი საქართველოს ახაგაზრდა იურისტთა ასოციაცია/საია


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია