კავკასიური ინსტიტუტისა და კონრად ადენაუერის ფონდის ორგანიზებით, 7 ივნისს, მსოფლიო რელიგიათა კლუბის ფარგლებში მოეწყო რელიგიური ტური. სალექციო კურსის მონაწილეები სტუმრად იმყოფებოდნენ თბილისის ევანგელურ–ლუთერულ ეკლესიაში, იეზიდურ ტაძარში და კრიშნაიდულ აშრამში. სამი განსხვავებული რელიგის ტაძრების დათვალიერების გარდა, თითოეული ეკლესიის მსახურმა ტურის მონაწილეებს გააცნო მისი რელიგიის ისტორია, ტრადიციები, რიტუალები და მოძღვრება.
უკან დაბრუნება..