მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტში დასრულდა პროექტი “სამოქალაქო განათლება 2015”. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შეიქმნა ვებ–პორტალი www.shenmartav.ge, რომლის საშუალებით მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ და აქტიურად ჩაერთონ საქართველოს პარლამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და ოთხი თვითმმართველი ქალაქის –ახალციხის, ბათუმის, გორის , რუსთავის–მუნიციპალიტეტის საქმიანობაში.
პროექტის ფარგლებში მოეწყო შეხვედრები შემდეგ მუნიციპალურ თვითმმართველ ერთეულებში: გორი, რუსთავი, მარნეული, მცხეთა ახალციხე, ბათუმი, თბილისი.
პროექტი ხორციელდებოდა ორგანიზაცია “ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ და პრესის თავისუფლების პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც აფინანსებს ნიდერლანდების სამეფოს მთავრობა.
უკან დაბრუნება..