დავეხმაროთ ბავშვებს! საქველმოქმედო აქცია26.10.2015

"ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისთვის" პროექტის მიზანია: საქართველოს ოთხ რეგიონში განვითარებასა და სიღარიბის დაძლევაში წვლილის შეტანა ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურების და შერჩეული პრობლემის მოგვარებაზე მიმართული კონკრეტული ინიციატივების განხორციელების გზით.
სოფლების უმეტესობაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, მოსახლეობას ძალიან უჭირს. ამჯერად მინდა მოგითხროთ აჭარის მაღალმთიანი სოფლის - ჭინკაძეების - შესახებ. სოფელში 27 სკოლამდელი ასაკის და 14 სასკოლო (6-10 წლის) ბავშვი ცხოვრობს. ადგილობრივი სკოლა არის მხოლოდ 2 ძალიან პატარა საკლასო ოთახი, სადაც არც წიგნებია და არც სასწავლო პოსტერები.
კავკასიური ინსტიტუტის ინიციატივით ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, რომელმაც მრავალი მოხალისე გააერთიანა. ბავშვებს ვესტუმრეთ და ბევრი საჭირო და სახალისო ნივთი გადავეცით.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია