დისკუსია თემაზე: „კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის შესახებ16.02.2016

12 თებერვალს, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით, ქ. გორში, გაიმართა დისკუსია თემაზე: „კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის შესახებ“. დისკუსია ჩატარდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, გორის საინფორმაციო ცენტრის, ოფისში .
შეხვედრაზე მომხსენებლებმა (გია ნოდია- მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე; გიორგი მელაძე- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი) ისაუბრეს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის შესახებ, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს.
დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ურთიერთმიმართებაზე.
დისკუსიას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, სტუდენტები და საპატრიარქოს წარმომადგენლები.
შეხვედრა გიმართა პროექტის „რელიგია, სახელმწიფო და საზოგადოება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „ეროვნული შემოწირულობა დემოკრატიისთვის“ ფინანსური მხარდაჭერით.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია