"რელიგიის ისტორიისა და კულტურის" სალექციო კურსი - პროტესტანტიზმი 07.06.2016

6 ივნისს, „მსოფლიო რელიგიათა კლუბის“ სტუმარი იყო საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, ქალბატონი რუსუდან გოცირიძე. მომხსენებელმა გააცნო დამსწრე საზოგადოებას პროტესტანტიზმის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხები.პროტესტანტიზმი (ლათ. protestans, ნათესაობითი ბრუნვა protestantis - ის, ვინც საჯაროდ ამტკიცებს) — ქრისტიანობის სამი მთავარი განშტოებიდან ერთ-ერთია და წარმოადგენს რამდენიმე მსხვილი მიმდინარეობის და ბევრი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას, რომლებიც წარმოშობით დაკავშირებულნი არიან ანტიკათოლიკურ, შუა საუკუნეებიის ეკლესიის ევროპულ რეფორმაციასთან, რომლის ძირითადი სულისჩამდგმელები ინგლისელი ჯონ უიკლიფი (1320-1384), ჩეხი იან ჰუსი (1369-1415) და გერმანელი ბერი მარტინ ლუთერი (1483-1546) იყვნენ.
ამჟამად მსოფლიოში 600 მილიონამდე პროტესტანტია, აქედან 350 მილიონი აფრიკაში, 120 მილიონი ევროპაში, 80 მილიონი ლათინურ ამერიკაში, 65 მილიონი აზიაში და 10 მილიონი ავსტრალიასა და მიმდებარე კუნძულებზე- აღნიშნა მომხსენებელმა.
ამ შეხვედრით დავასრულეთ ქრისტიანობის გაცნობა, შემდეგ ლექციებს კლუბის მონაწილეები მოისმენენ სხვა მსოფლიო რელიგიების შესახებ.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია