დისკუსია „ეკლესია და პოლიტიკა15.06.2016

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით, ზუგდიდსა და ბათუმში,13-14 ივნისს, გაიმართა დისკუსია თემაზე: „ეკლესია და პოლიტიკა“. ზუგდიდში დისკუსია ჩატარდა ასოციაცია „დეას“ ოფისში, ხოლო ბათუმში-დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. მომხსენებლები: (ლევან სუთიძე-„ტაბულას“ ჟურნალისტი და რელიგიის მიმომხილველი, გია ნოდია - მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე).
მომხსენებლებმა და დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს იმაზე , უნდა იყოს თუ არა ეკლესია პოლიტიკური მოთამაშე და როგორია რელობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
დისკუსიას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სტუდენტები. შეხვედრა გიმართა პროექტის „რელიგია, სახელმწიფო და საზოგადოება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება “დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.

 


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია