პროექტ „მსოფლიო რელიგიათა კლუბის“ მეხუთე სეზონი საზეიმოდ დაიხურა.15.08.2016

 პროექტ „მსოფლიო რელიგიათა კლუბის“ მეხუთე სეზონი საზეიმოდ დაიხურა. საღამოს უმასპინძლა კონრად ადენაუერის ფონდის თბილისის ოფისმა. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და გამოვლინდა ესეების კონკურსის გამარჯვებული. სალექციო კურსი გრძელდებოდა ექვსი თვის განმავლობაში.
ყოველ ოთხშაბათს მონაწილეები ეცნობოდნენ ერთ-ერთ მსოფლიო რელიგიას, ისმენდნენ მოხსენებებს რელიგიებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კურსის ფარგლებში მოეწყო ფილმის ჩვენებები და ტური სხვადასხვა რელიგიის სალოცავი ადგილების მოსანახულებლად.
პროექტს ერთობლივად ახორციელებდნენ მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული თბილისის ბიურო. მსოფლიო რელიგიათა კლუბის საორგანიზაციო ჯგუფი მადლობას უხდის ყველა მოწვეულ სტუმარს და მონაწილეს პროექტით დაინტერესების, თანამშრომლობის და მონაწილეობისთვის.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია