29 სექტემბერს, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გაიმართა კონფერენცია "პოლიტიკა და რელიგია საქართველოსა და აზერბაიჯანში". კონფერენციაზე განხილული იყო რელიგიის თავისუფლების, სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთმიმართების საკითხი და რელიგიური რადიკალიზმის ტენდენციები საქართველოსა და აზერბაიჯანში. კონფერენცია ჩატარდა პროექტის "რელიგია, სახელმწიფო და საზოგადოება" ფარგლებში, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) ფინანსური მხარდაჭერით.
უკან დაბრუნება..