"ადგილობრივი ინიციატივები განვითარებისთვის" - შემაჯამებელი შეხვედრა.23.12.2016

23 დეკემბერს 11:00-14:30 სასტუმრო ბეთსი "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტმა" გამართა პროექტის - "ადგილობრივი ინიციატივები განვითარებისთვის" შემაჯამებელი შეხვედრა. პროექტი "ადგილობრივი ინიციატივები განვითარებისთვის" 2014-2016 წლებში ორგანიზაცია "პური მსოფლიოსთვის" მხარდაჭერით საქართველოს ოთხ სამიზნე რეგიონში - აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი - განხორციელდა.
საქმიანობის მიზანს სამიზნე დასახლებების განვითარებაში წვლილის შეტანა წარმოადგენდა, ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზაციის და შერჩეული პრობლემის მოგვარებაზე მიმართული კონკრეტული ინიციატივების განხორციელების გზით. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა პროექტის შედეგები, ძირითადი მიგნებები და გაიმართა დისკუსია. ასევე პროექტის ფარგლებში მომზადებული ოთხი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა შემდეგ საკითხებზე: მცირე დასახლებების პრობლემები, უძრავი ქონების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის მნიშვნელობა, ინფრასტრუქტურული პრობლემები და ინოვაციური მეთოდები, ახალგაზრდული საკითხები მუნიციპალიტეტებში და მათზე რეაგირების მნიშვნელობა.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

                 

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია