კავკასიური ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას მკვლევარი/ანალიტიკოსის პოზიციაზე! 18.05.2017
კავკასიური ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას მკვლევარი/ანალიტიკოსის პოზიციაზე!
შერჩეულმა მკვლევარმა უნდა გააანალიზოს ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მიგრაციის თემაზე ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის მონაცემების და ფოკუს ჯგუფების შედეგები და მოამზადოს ანალიტიკური ანგარიში (30-40 გვერდი). სამუშაო უნდა განხორციელდეს სამი კვირის განმავლობაში.
მოთხოვნები: * უმაღლესი განათლება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში (უპირატესობა მიენიჭებათ დოქტორანტებს) * მიგრაციის საკითხებზე კვლევის გამოცდილება; * აკადემიური წერის გამოცდილება; * ანალიტიკური უნარი * გამოქვეყნებული სტატიები * ინგლისური ენის ცოდნა. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ CV, სამოტივაციო წერილი, რომელშიც დასაბუთებული იქნება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისობა გამოცხადებულ პოზიციასთან, შემდეგ მისამართზე: info@cipdd.org. წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 22 მაისი. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩევის შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს!
უკან დაბრუნება..
|
გამოცემები ...
|