სტუდენტების ჯგუფი ჩეხეთიდან კავკასიურ ინსტიტუტს ორგანიზაციის გაცნობის მიზნით ეწვია!06.07.2018
25 ივნისს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურ ინსტიტუტს ესტუმრა სტუდენტების ჯგუფი ჩეხეთიდან. Palacky University Olomouc –ის განვითარებისა და გარემოს კვლევების ფაკულტეტის 15 სტუდენტი და მათი სამი ხელმძღვანელი საქართველოში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან.
სტუმრობის მიზანი ორგანიზაციის საქმიანობის გაცნობა და კავკასიური ინსტიტუტის გამოცდილების გაზიარება იყო. სტუდენტები დაინტერესდნენ მიმდინარე და დასრულებული პროექტების განხორციელების პროცესით და გამოწვევებით. ჩეხმა სტუდენტებმა რამდენიმე ახალ მიმართულებაზე მუშაობა შესთავაზა კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენლებს, რაც მათი აზრით ქვეყნის ქმედითუნარიანობის გაზრდის მაჩვენებელი იქნებოდა.
უკან დაბრუნება..