რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის14.08.2019

,,მსოფლიო რელიგიათა კლუბის“ ორ წლიანი ციკლი ქუთაისში წარმატებით დასრულდა. კლუბის ფარგლებში მომზადდა ონლაინ გამოცემა: ,,დავიწყებული ისტორიები: კათოლიკური და ებრაული კვალი ქუთაისში,“ რომელიც კლუბის არსებობის ისტორიაში უნიკალურია. აღნიშნული პუბლიკაცია კლუბის საშემოდგომო სკოლის ფარგლებში კიდევ ერთხელ გადაიხედება და პროექტის მონაწილეების ერთობლივი ძალებით შემუშავდება პროექტის ახლებული კონცეპტი, რომელიც კათოლიკური და ებრაული თემის ისტორიას ქუთაისში განსხვავებული მეთოდებით და ხერხებით გააცნობს ფართო საზოგადოებას. 
* პროექტის ფარგლებში ქუთაისში მცხოვრებ სტუდენტებს და საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს ხუთი თვის განმავლობაში საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი) ძირითად არსს და ისტორიას, დასწრებოდნენ შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციებს და შეხვდედროდნენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს.
*კურსის მონაწილეებმა ასევე მოისმინეს ლექციები კულტურასა და რელიგიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, მონაწილეობა მიიღებეს პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ დისკუსიებში და დაათვალიერეს საქართველოში არსებული რელიგიური უმცირესობების ძეგლები და ცენტრები, გაეცნენ ამა თუ იმ რელიგიური უმცირესობის თემის წარმომადგენელთა წვლილს საქართველოს ისტორიასა და კულტურაში! 
* პროექტს ახორციელებს მშვიდოების, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური პროგრამა (KAS) ქუთაისის ადგილობრივ ორგანიზაციასთან, რეგიონალური გაძლიერება დემოკრატიისთვის (RED) ერთად.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია