მობილური ჯგუფები ვაქცინაციისათვის!11.10.2021

2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლის 1 აპრილის ჩათვლით, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი Black Sea Trust for Regional Cooperation-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - მობილური ჯგუფები ვაქცინაციისთვის (Mobile booths for vaccination), მარნეულის, ახალციხისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. პროექტის განსახორციელებლად მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ორგანიზაციებთან.
 
პროექტის მიზნები: 

* COVID-19 საწინააღმდეგო საქართველოში ხელმისაწვდომი ვაქცინების შესახებ ინფორმაციის გავრცელება 
* უსაფუძვლო მითების სამეცნიერო არგუმენტაციით გაბათილება 
* დაინტერესებული პირების ვაქცინაციის პორტალზე დარეგისტრირება 
* საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციის გავლა 
*მსურველთა ადგილზე ასაცრელად სამედიცინო ბრიგადების გაგზავნა 
*სამივე რეგიონში, მობილური ჯგუფები შემდგარია ახალგაზრდა მოხალისეებისგან, რომელთაც ადგილობრივი კოორდინატორები უწევენ ხელმძღვანელობას (Hurie Abashidze, Tako Tumanishvili, Kamran Afandiyev). პირველ რიგში, მათ ჩაუტარდებათ ტრენინგი კოვიდ ვაქცინისა და მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციის ტექნიკებზე.
*ჯგუფები თითოეულ მუნიციპალიტეტის 18 სოფელს (ჯამში 54 სოფელი) მინიმუმ ერთი დღით ესტუმრებიან.
*  ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში პრიორიტეტი მიენიჭება იმ სოფლებს, სადაც კომპაქტურად არიან ჩასახლებული ეთნიკურად  სომხური ან აზერბაიჯანელი მოსახლეობა და, ენობრივი ბარიერის გამო, კიდევ უფრო ნელა ვრცელდება ინფორმაცია.
*მოხალისეები თითოეულ სოფელში გაშლიან კარავს, ყველა მსურველს მოიწვევენ სასაუბროდ, უპასუხებენ მათ შეკითხვებს და გადასცემენ საინფორმაციო ბროშურას (შესაბამის ენაზე), რომელიც პროექტის ფარგლებში დამზადდა. გაუმასპინძლდებიან ცხელი ჩაით და ყავით 
*სამივე მუნიციპალიტეტში, ასევე, შედგება საინფორმაციო შეხვედრები მასწავლებლებთან, რომელიც მიმართული იქნება: - ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე; - მასწავლებლების მოსწავლეებთან ამ თემაზე სწორი კომუნიკაციის ტექნიკებზე. აცრილ ან დარეგისტრირებულ მასწავლებლებს შორის ასევე გაიმართება წამახალისებელი ლატარია, თითოეულ მუნიციპალიტეტში ერთი მასწავლებელი მიიღებს წიგნის მაღაზიის ვაუჩერს. 
*პროექტის დასასრულს, მოხალისეები მონაწილეობას მიიღებენ შემაჯამებელი შეფასების სემინარზე თბილისში, სადაც ერთმანეთს მიღებულ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს გაუზიარებენ. მათ მოსაზრებებზე დაყრდნობით შეიქმნება მცირე დოკუმენტი, რომელიც მიმოხილავს ვაქცინაციის პოპულარიზაციის შესაძლო სტრატეგიას.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია