დასრულდა პროექტი - "მობილური ჯგუფები ვაქცინაციისათვის"23.042022

2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლის 1 აპრილის ჩათვლით, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი "Black Sea Trust for Regional Cooperation"-ის მხარდაჭერით ახორციელებდა პროექტს -" მობილური ჯგუფები ვაქცინაციისთვის" (Mobile booths for vaccination), მარნეულის, ახალციხისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.
პროექტი იმ დროს დაიწყო, როდესაც საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ძალიან ნელი ტემპით მიმდინარებოდა, ხოლო ვირუსი კი ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა, განსაკუთრებით, დედაქალაქისა და რეგიონული ცენტრებისგან დაშორებულ ადგილებში.
700-ზე მეტი ადამიანი აიცრა თბილისიდან მოწვეული ვაქცინაციის ბრიგადების მიერ! რა თქმა უნდა, მოხალისეებს უამრავი წინაღობის გადალახვა დასჭირდათ: მოსახლეობის ნაწილს ბლუთუზის დაჭერის ეშინოდა, ნაწილი რუსულ „სპუტნიკს“ ელოდებოდა, ზოგიც გენოფონდისთვის ზიანის მიყენებას ერიდებოდა.
ახალგაზრდები და ადგილობრივი კოორდინატორები, ისე საფუძვლიანად იყვნენ გადამზადებული ექიმი-პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილისა Constantine Chakhunashvili და ექიმი-რეპროდუქტოლოგი ეკატერინე კვირკველიას Ekaterine Kvirkvelia მიერ, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავად პასუხობდნენ და ამგვარად ეხმარებოდნენ ადამიანებს ვაქინების მიმართ შიშის დაძლევაში. სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცა თითოეულ მათგანს
 განსაკუთრებულ მადლობა თითოეულს მოხალისეს, რეგიონულ კოორდინატორებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვასა და ჩატარებაში. Tako Tumanishvili Kamran Afandiyev Hurie Abashidze NTI( New Thinking Institute) Khulo LAG - ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი (Akhaltsikhe Adult Education Center).
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი იყო შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის Black Sea Trust for Regional Cooperation.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია