
განაცხადების მიღება დაიწყო...
რა არის მსოფლიო რელიგიათა კლუბი? მსოფლიო რელიგიათა კლუბი მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა (CIPDD) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) პარტნიორობით დაარსდა 2012 წელს თბილისში. ეს არის შეხვედრების სივრცე, სადაც იკრიბებიან ადამიანები და ისმენენ ლექციებს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების ისტორიის შესახებ. ბოლო 10 წლის განმავლობაში, კლუბის ლიქციები ტარდებოდა თბილისში, გორში, ქუთაისში, ახალციხეში.
მონაწილეები გაიცნობენ ჰინდუიზმს, ბუდჰიზმს, იუდაიზმს, ქრისტიანობას, ისლამს, ეზიდიზმს, ათეიზმს. ლექციებს ჩაატარებენ როგორც რელიგიის მკვლევარები და თეოლოგები, ისე ამა თუ იმ დენომინაციის წარმომადგენელი სასულიერო პირები. კლუბის ფარგლებში ჩატარდება „მრავალფეროვნების ტური“, რომლის დროსაც მონაწილეები ეწვევიან ბათუმში არსებული სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის ტაძარს თუ სასულიერო ცენტრს
კლუბის სრული სალექციო კურსი დაახლოებით 4 თვის განმავლობაში ჩატარდება, ბათუმში, თბილისსა და კახეთში. თუმცა, შესაძლოა, დაემატოს რამდენიმე ონლაინ შეხვედრა ისეთ ლექტორებთან, რომლებიც არ იმყოფებიან საქართველოში. ბათუმში პირისპირ რეჟიმში ჩატარდება რამდენიმე ბლოკ-სემინარი, რაც გულისმოხბს რამდენიმე (3-4) დღიან ინტენსიურ სასემინარო დღეს.
დაგეგმილია ოთხი ბლოკ-სემინარი, სულ 40 საათი.
შეხვედრათა პირველი ციკლი ივლისის პირველ ნახევარში ჩატარდება. მომხსენებლების სია წლიდან წლამდე იზრდება და, შესაბამისად, წელსაც გაიზრდება. თუმცა წინა წლებში უცვლელი ლექტორები იყვნენ: თეოლოგი ბექა მინდიაშვილი, მეუფე მალხაზ სონღულაშვილი, რელიგიის მკვლევარი სოფო ზვიადაძე, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი თიკო ქაროსანიძე, მღვდელი გიორგი წეროძე, სანსკრიტოლოგი ნინო ქილარჯიანი, მეუფე რუსუდან გოცირიძე, ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარი დიმიტრი ფირბარი და ა.შ
განაცხადის შემოტანა შეუძლიათ ბათუმში მცხოვრებ 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდებს. ამისთვის: 1 ივლისის ჩათვლით უნდა გამოგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა მითითებულ ბმულზე:
https://docs.google.com/.../1FAIpQLSfO2ztAMnU.../viewform... კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მეილზე: giorgi.butikashvili@kas.de
უკან დაბრუნება..