კავკასიური ინსტიტუტის და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ახალი პროექტი!7.02.2022

კავკასიური ინსტიტუტის და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პროგრამის ფარგლებში, ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი ... პროექტის სახელწოდებაა: - „განსხვავებული რელიგიური ჯგუფების გაძლიერება სათემო და სამოქალაქო აქტივობებში“.  პროექტის ხანგრძლივობა დაახლოებით წელიწადნახევარია .
ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მთავარი მიზანია, არადომინანტი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებმა თავად განსაზღვრონ , რა არის მათი მთავარი სათქმელი, რა სტერეოტიპების და იარლიყების ჩამოშორება უნდათ და რა გზებია ამ პრობლემების გადასწყვეტად ყველაზე ეფექტური.
პარტნიორები: ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლები, საქართველოში, მოამზადებენ ე.წ. city games-ის ჩვენებურ ვერსიას - „კომპასს“. საქართველოს ოთხ განსაკუთრებულად მრავალფეროვან რეგიონში, „კომპასის“ შემქმნელები მსურველებს, თავგადასავლების, თავსატეხების და მხიარულების პარალელურად, გააცნობენ მათი ქალაქების რელიგიურ და ეთნიკურ სიჭრელეს. შემდგომში ამ თამაშის გამოყენება შეეძლებათ მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ტურისტებს და ა.შ.
კავკასიური ინსიტუტის სხვადახვა პროექტიდან შეძენილი რამდენიმე მეგობრის შეკავშირებით მოხდა ერთ ქსელად ჩამოყალიბება და ერთობლივად საქმეების კეთება. რვა ახალგაზრდა ადამიანი, რომლებიც გეოგრაფიულად ერთმანეთისგან დაშორებულად ცხოვრობენ (დუისი, ყვარელი, წალკა, ხულო, თეთრიწყარო, ახალქალაქი, ხულდარა, ახალციხე), მაგრამ ფასეულობებით, ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან.
სხვადასხვა რელიგიური დენომინაციის წარმომადგენლებთან ერთად შეიქმნა საქართველოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების შესახებ კურსი, მოხდა დაკავშირება პროფესიონალებთან და მათთან ერთად საქართველოს ოთხ რეგიონში ჩატარდება ლექციები დაინტერესებული მსურველისთვის.


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია