რეგიონის გაზეთების რედაქტორთა შეკრება 03.08.2012

  

  2009 წლის 23 იანვარს კავკასიური ინსტიტუტის პროექტის "დამოუკიდებელი მედია სამოქალაქო ინტეგრაციისათვის” ფარგლებში გაიმართა რეგიონალური გაზეთების რედაქტორებისა და პროექტის წარმომადგენლების მეორე სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო "რეგიონული პრესის განვითარებისა და ურთიერთდახმარების ფონდის” წესდების სამუშაო ვარიანტის განხილვა და იდეების გაზიარება. ასევე, მოწვეულ იქნა იურისტი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან”, რომელიც შექმნილ სამუშაო ჯგუფს იურიდიულ კონსულტაციებს უწევს. 
კავკასიური ინსტიტუტი და კერძოდ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი "დამოუკიდებელი მედია სამოქალაქო ინტეგრაციისათვის” ხელს უწყობს "რეგიონული გაზეთების განვითარებისა და ურთიერთდახმარების ფონდის” შექმნას. სამუშაო ჯგუფის მორიგი ბოლო შეკრება, რომელიც შედგება ფონდის დარეგისტრირებამდე, იგეგმება უახლოეს მომავალში. 

 

             

 


უკან დაბრუნება..
გამოცემები ...
სიახლეების გამოწერა
  
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
ლინკები ...

კონტაქტი

მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი #72
ტელ: +995 32 235 51 54/235 77 37
ელ–ფოსტა: info@cipdd.org

CDS © 2012

ყველა უფლება დაცულია